logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი: ვერც ერთი ლოგიკური, თანმიმდევრული, სისტემური განმარტება ვერ დაუპირისპირეს პრეზიდენტის წარმომადგენლებმა ჩვენს მყარ არგუმენტებს
- +

5 ოქტომბერი. 2023. 20:37

"ვერც ერთი ლოგიკური, თანმიმდევრული, სისტემური განმარტება ვერ დაუპირისპირეს პრეზიდენტის წარმომადგენლებმა ჩვენს მყარ არგუმენტებს, "- ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს საკონსტიტუციო სასამართლოში განუცხადა.

 

 

მისი თქმით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ პრეზიდენტის წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე წარდგნენ ისე, რომ მათ ვერ შეძლეს არგუმენტების მოტანა.

 

 

„ამ დღეების განმავლობაში თქვენ თვალ-ყურს ადევნებდით კონსტიტუციური წარდგინების განხილვის პროცესს. ჩვენი საზოგადოება ამ სხდომებს ადევნებდა თვალს და ხელის გულზე დევს, რომ ჩვენ წარვადგინეთ კონკრეტული არგუმენტები, კონკრეტული ლოგიკა, სისტემურად, სიტყვა-სიტყვით, ნორმის ლოგიკით შინაარსიდან ავხსენით, რა დატვირთვა აქვს მთავრობის ექსკლუზიური უფლებამოსილების განხორციელებას საგარეო ურთიერთობებში და ვერც ერთი ლოგიკური, თანმიმდევრული, სისტემური განმარტება ვერ დაუპირისპირეს პრეზიდენტის წარმომადგენლებმა ჩვენს მყარ არგუმენტებს. ამ ყველაფრით კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ისინი საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე წარდგნენ ისე, რომ მათ ვერ შეძლეს არგუმენტების მოტანა. ეს დასაფიქრებელი ფაქტია საქართველოს პრეზიდენტისთვის და საინტერესოა, რომ მან თავისი ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, სადაც ასევე არიან იურისტები, როგორც ჩანს, არ ანდო მისი წარმომადგენლობა. საინტერესოა, რით არის განპირობებული, რომ პრეზიდენტმა მისი თანამშრომლები, ადმინისტრაციის წარმომადგენლები, იურისტები არ გამოუშვა ამ სხდომებზე, თუმცა, წარმოადგინა ადამიანები, რომლებმაც ვერავითარი არგუმენტი ვერ წარმოადგინეს“, - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner