ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით დარჩიასთან ერთად, ღვაწლმოსილი პედაგოგები - მერი ჩაჩუა, ციური ბაბილოძე, ლამზირა გიორგაძე, სულიკო ბაბილოძე და გივი გიორგაძე დააჯილდოვა.
„გილოცავთ მასწავლებლის საერთაშორისო დღეს! მადლობა, რომ თავდადებით ემსახურებით ჩვენი ქვეყნის მომავალს! ჩვენი მადლიერება პედაგოგების მიმართ სიმბოლურად - მერიის სპეციალური ჯილდოს, სიგელების და სამკერდე ნიშნების გადაცემით გამოვხატეთ,“- აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.