პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, არ გამორიცხავს, „ნაცმოძრაობა“ პოლიტიკურად ვაჭრობდეს იმპიჩმენტის თემით და საკუთარი ხმების სანაცვლოდ, სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვდეს.
გიორგი ვოლსკის თქმით, სასაცილოა, რომ გიორგი გახარიას გუნდი ასეთი უსუსური მოსაზრებების გარშემო ერთიანდება.
„სასაცილოა, რომ გიორგი გახარიას გუნდი ერთიანდება ასეთი უსუსური მოსაზრებების გარშემო, რათა „ქართულ ოცნებას“ და „ნაცმოძრაობას“ ერთიანად შეუტიოს და წარმოადგინოს თავის მესამე პოლუსზე მოსვლის მტკიცებულება, რაც არ არსებობს, რადგან მათი შექმნის დღიდან „ნაცმოძრაობასთან“ არიან გარიგებულები“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.