"რასაც ვუყურეთ საკონსტიტუციო სასამართლოში, ცოდვის ტირილია ," - ამის შესახებ „ქრონიკასთან“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
„მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ორივე წარმომადგენელს შევუწყვეტდი უფლებამოსილებას - ისინი პრაქტიკულად პირდაპირ მტკიცებულებებს აწვდიან სასამართლოს პრეზიდენტის საწინააღმდეგოდ“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.
საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ წარდგინების განხილვა დაასრულა. პლენუმის დასკვნა პარლამენტს კონსტიტუციით დადგენილ ვადაში გადაეგზავნება, ასევე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებ-გვერდზე.