"ადეიშვილის მოადგილეობით რომ ვინმე ამაყობს, ამას შეფასება არ სჭირდება," - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე მიმდინარე პროცესზე სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლის, მაია კოპალეიშვილზე საუბრისას განუცხადა.
„საქართველოში დღესაც რჩებიან ადამიანები, რომლებიც ადეიშვილის მოადგილეობით ამაყობენ და ეს ადამიანი ვიღაც არ არის, დღეს ის წარმოადგენს საქართველოს პრეზიდენტს საკონსტიტუციო სასამართლოში და ამის შემდეგ, ვისაც მოუნდება პრეზიდენტის დაცვა პარლამენტში თუ მის ფარგლებს გარეთ, კამათი ნუღარ მოუნდება იმაზე, დგას თუ არა „ნაცმოძრაობის“ ნარატივზე დღეს საქართველოს პრეზიდენტი“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.