logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ მოცემულ პრეზიდენტზე, მთავრობასა და პარლამენტზე, ვსაუბრობთ საკითხზე, რომელიც გადაწყვეტს მომავალ წლებში, თუ ვინ არის საგარეო პოლიტიკის განმახორციელებელი
- +

6 ოქტომბერი. 2023. 00:10

"კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად ქვეყანას ჰყავს პარლამენტი და მთავრობა. სწორედ ამ ფუნქციას აძლევს პარლამენტი, რომ მთავრობამ შემდეგ ეს ყველაფერი განახორციელოს და შემდეგ პარლამენტის მიმართ ანგარიშვალდებულია მთავრობა. პრეზიდენტი არ არის ანგარიშვალდებული პარლამენტის მიმართ," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

 

„პრეზიდენტს რაღაც რომ გამოუვიდეს ან არ გამოუვიდეს, პარლამენტი ვერაფერს იზამს. ამიტომაც არის პარლამენტისთვის მნიშვნელოვანი, რომ პრეზიდენტი არ შეიჭრას მთავრობის უფლებამოსილებაში. რატომ არის ეს საკითხი მნიშვნელოვანი - ჩვენ ვსაუბრობთ არა მხოლოდ მოცემულ მომენტზე, პრეზიდენტზე, მთავრობასა და პარლამენტზე, ჩვენ ვსაუბრობთ საკითხზე, რომელიც გადაწყვეტს მომავალ წლებში საკითხს იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ არის საგარეო პოლიტიკის განმახორციელებელი. სამწუხაროდ, მოქმედმა პრეზიდენტმა ვერ აწია ის ტვირთი, რომ ყოფილიყო საპარლამენტო რესპუბლიკის პრეზიდენტი და გადაიჭრა იმ ხიბლში, რასაც ჰქვია პრეზიდენტი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner