"ევროპული ღირებულება გულისხმობს კანონის უზენაესობას და უზენაესი კანონი ქვეყანაში არის კონსტიტუცია. აქ არის ჭიდილი კანონის უზენაესობასა და თვითნებობას შორის," - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა. კითხვა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ წარდგინების განხილვას შეეხებოდა.
„თუკი საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს, რომ დაირღვა კონსტიტუცია, ეს ნიშნავს, რომ ადგილი ჰქონდა თვითნებობას და როგორ შეიძლება თვითნებობა იყოს ევროპული ქცევა?! რაც შეეხება მეთოდს, როგორ ირკვევა ეს საკითხი - როცა სადავოა, ეს უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ. ეს არის ტესტი ჩვენი ევროპულობისა, რომ ეს საკითხი გადავწყვიტოთ სამართლებრივი, ევროპული გზით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.