logo_geo
eng_logo
უკრაინის პარლამენტის დროებითი სპეციალური კომისიის თავმჯდომარე: თუ აშშ-ის კონგრესი უახლოეს მომავალში არ დაამტკიცებს უკრაინისათვის ახალ დახმარებას, უკრაინის შეიარაღებული ძალები იარაღის დეფიციტს ერთ თვეში იგრძნობენ
- +

6 ოქტომბერი. 2023. 01:55

საერთაშორისო პარტნიორების მიერ უკრაინისათვის მიწოდებული იარაღის მიღებისა და გამოყენების მონიტორინგის საკითხებზე უკრაინის პარლამენტის დროებითი სპეციალური კომისიის თავმჯდომარემ, ალექსანდრა უსტინოვამ განაცხადა, რომ თუ აშშ-ის კონგრესი უკრაინისათვის დაფინანსებას არ გამოყოფს, იარაღის მარაგი ერთ თვეში ამოიწურება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

 

 

მისი თქმით, უკრაინა აშშ-ის სამხედრო დახმარების ბიუჯეტიდან თვეში დაახლოებით 3 მილიარდ დოლარს ხარჯავს. ახლა თეთრ სახლს ძველი ბიუჯეტიდან დარჩა დაახლოებით 5 მილიარდი დოლარი, რომელიც განკუთვნილია უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის იარაღის შესაძენად.

 

 

"ახლა შემიძლია ვთქვა, რომ თუ უკრაინისთვის დამატებითი თანხების გამოყოფას კენჭს არ უყრიან, მაშინ ერთ თვეში ან თვენახევარში ამოგვეწურება იარაღი. ჩვენ დაგვრჩა 5 მილიარდი დოლარი იარაღის [შესაძენად], რომელიც თეთრ სახლს აქვს", - აღნიშნა მან.

 

 

მან აღნიშნა, რომ ეს 5 მილიარდი დოლარი განკუთვნილია მხოლოდ ამერიკულ სამხედრო საწყობებში არსებული იარაღის შესაძენად. ეს თანხა არ არის განკუთვნილი სხვა პარტნიორი ქვეყნებიდან საჭირო იარაღის შესაძენად. უკრაინა ასევე იღებს სამხედრო დახმარებას სხვა პროგრამების ფარგლებში, რომლებიც არ უკავშირდება მითითებულ 5 მილიარდ დოლარს.

 

 

თუმცა, უსტინოვას თქმით, ეს არ არის მთავარი პრობლემა. გაცილებით უარესია ის, რომ შეერთებულმა შტატებმა შეწყვიტა პირდაპირი ფინანსური დახმარება - თვეში 1.5 მილიარდი დოლარის ოდენობით -, რომელიც პირდაპირ უკრაინის სახელმწიფო ბიუჯეტში მიდიოდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner