logo_geo
eng_logo
ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილე ლიდერების პატივსაცემად გამართულ ოფიციალურ სადილს დაესწრო
- +

6 ოქტომბერი. 2023. 09:41

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის მონაწილე ლიდერებთან ერთად ქალაქ გრანადაში ალამბრას ისტორიულ ციხე-სიმაგრეს ეწვია.

 

ლიდერებს ესპანეთის სამეფოს მეფემ ფილიპე VI-მ და დედოფალმა უმასპინძლეს.

 

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში მონაწილე  ლიდერებმა ერთობლივი ფოტო გადაიღეს, რის შემდეგაც მათ პატივსაცემად ოფიციალური სადილი გაიმართა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner