განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, ოზურგეთში წარჩინებული მოსწავლეები დააჯილდოვეს.
ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ლელა იმედაშვილმა საჯარო სკოლების მოსწავლეებს კომპიუტერები გადასცეს.
„ნიჭიერი და წარმატებული თაობა მოდის, რაც ოზურგეთის მომავლისთვის დიდი იმედია. დღეს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, 95 მოსწავლე დავაჯილდოვეთ. ოზურგეთში წარჩინებული მოსწავლეების რაოდენობა გაიზარდა და ეს თითოეული პედაგოგის ფასდაუდებელი შრომის შედეგია.
ასევე, წარმატებას ვულოცავთ ოზურგეთის მეორე საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგს, ქალბატონ ნინო ბილიხოძეს, რომელსაც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა, საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიანიჭა. წინსვლას და წარმატებებს გისურვებთ!“ - აღნიშნა, ოზურგეთის მერმა.