logo_geo
eng_logo
ბექა ოდიშარია ნათია თურნავას: მინდა მადლობა გითხრათ თქვენი ქმედებისთვის
- +

6 ოქტომბერი. 2023. 10:07

 

 

როგორც პარლამენტის წევრმა, როგორც ადამიანმა მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმ ნაბიჯისთვის, რაც თქვენ გადადგით, - ასე მიმართა დეპუტატმა ბექა ოდიშარიამ პარლამენტში, 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში ცვლილების შეტანის განხილვისას ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას.

 

დეპუტატის თქმით, ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების წესში შეტანილი ცვლილება შეიძლება ბევრმა დაიწუნა, თუმცა ეს იყო აქტი, რომელიც შედგა.

 

შეიძლება ეს ჩემი პირადი შეფასებაა, მაგრამ მინდოდა მადლობა მეთქვა თქვენთვის. თქვენ იმოქმედეთ ისე, რომ შეიძლება ნახევარმა სამყარომ დაგიწუნათ, მაგრამ თქვენი ქვეყნის 99%-მა დაგიფასათ“, - აღნიშნა ბექა ოდიშარიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner