ჟურნალისტი ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში წერს:
„ანეკდოტი: მთელი დღეა დავქრივარ, ვარკვევ პარტიების საარჩევნო სიებს, მაქვს ერთი ორომტრიალი, ვაცხადებ და ვაცხადებ...
მოვვარდი სახლში, რამე ახალი არ გამომეპაროს თქო და აბა, რა? სულ არ აღელვებს ჩემს სახლში არავის არც სიები და არც ათეულები. წამოკოტრიალებულები რაღაც კინოს უყურებენ და მე რომ ქაქანით დავიწყე საარჩევნო ამბების მოყოლა, ისეთი სახით გამომხედეს, გადი ეხლა და გაგვასწარიო...
როგორი აცდენილია პოლიტიკური ამბები და ხალხი, თუნდაც ჩემი ოჯახის მაგალითზე!"- წერს გრიგოლია.