საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ალექსანდერ ვუჩიჩს გრანადაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შეხვდა.
შეხვედრაზე განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული, ორმხრივი და მრავალმხრივი ურთიერთობები და იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე.