„ნაცმოძრაობაში“ გადავიდნენ აქციების ახალ ეტაპზე - უკვე ერთმანეთს უწყობენ აქციებს”, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
„სინამდვილეში, ამ აქციებს საკუთარი სპონსორებისთვის მართავენ, ვინც უფრო მეტ ადამიანს შეკრებს, კეზერაშვილმა ნაძარცვი ფულით ის რომ დააფინანსოს. ამაზე მიდის სინამდვილეში ნადირობა. არც საკუთარი პარტია აინტერესებთ, მითუმეტეს არც ქვეყანა და არც მიმდინარე პროცესები“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირება კვლავ აქტიურ ფაზაშია. ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, რომელიც პარტიის წევრებთან კონსულტაციებს 7 ოქტომბერს გეგმავდა, იმავე დღეს ჩანიშნული აქციის გამო ახალ მენეჯმენტს პარტიის გახლეჩის მცდელობაში კიდევ ერთხელ ადანაშაულებს.