“არ შეიძლება კონსტიტუციის ასე ფართო ინტერპრეტირება. რომ წერია, რომ აუცილებელია პოზიციის მთავრობასთან შეთანხმება, უნდა შეთანხმდეს”, - ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
„მაგრამ, ამას აძლიერებს პოლიტიკური ასპექტიც, ვინაიდან ვერანაირად შეთანხმდებოდა, რამეთუ პოზიცია, რომელიც სალომე ზურაბიშვილს აქვს, აბსოლუტურად სცილდება იმ ინტერესს, რაც აქვს ქვეყანას, კერძოდ, კანდიდატის სტატუსის მიიღებას“, - აღნიშნავს ვოლსკი.
რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით - პოლიტიკურ სპექტრში მოლოდინებზე საუბრობენ. თუ იმპიჩმენტის პროცესი პარლამენტში გადაინაცვლებს, ოპოზიციაში ამბობენ, რომ საკითხს მხარს არ დაუჭერენ და დარწმუნებული არიან, რომ საკითხი ჩავარდება. სახელისუფლებო გუნდში კიდევ ერთხელ განმარტავენ, რომ ზურაბიშვილის მხრიდან აშკარად ჰქონდა ადგილი კონსტიტუციის დარღვევას, რაზეც სათანადო რეაგირება უნდა მოხდეს.