logo_geo
eng_logo
საქართველო საქმიანი ტურიზმის ცენტრი ხდება
- +

6 ოქტომბერი. 2023. 11:07

 

 

2024 წელს საქართველო საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის „m&i Tbilisi 2024“ მასპინძელი ქვეყანა იქნება. ეს გადაწყვეტილება საერთაშორისო ფორუმის მენეჯმენტმა ერთხმად მიიღო.

 

მიმდინარე წლის ზაფხულში, საქართველომ „აღმოაჩინე საქართველო m&i-სთან ერთად“ უმასპინძლა. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ საერთაშორისო ფორუმის მაღალ დონეზე ჩატარებამ, განაპირობა რომ 2024 წელს საქართველოში საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმი გაიმართება.

 

საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმზე საქართველოს 4 დღის განმავლობაში ევროპიდან და დიდი ბრიტანეთიდან 100-ზე მეტი ბიზნეს-ტურიზმის სფეროში მოღვაწე (ე.წ. Buyer) ორგანიზაციების წარმომადგენლები და მსხვილი ტურისტული კომპანიები ეწვევიან. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებს 150-მდე საერთაშორისო და ადგილობრივი ტურიზმის სექტორის წარმომადგენელი, რომელთაც შესაძლებლობა ექნებათ, დაამყარონ მჭიდრო კავშირი მოწინავე ბიზნეს-ტურიზმის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებთან.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner