„ჩვენ 3 დღის განმავლობაში ვნახეთ, რომ ერთ მხარეს იდგა იურიდიული აზრი და კონსტიტუცია, მეორე მხარეს კი იდგა თვითშემოქმედებითი აზრი და „ენჯეოშნიკური“ იურისპრუდენცია, რომელსაც არაფერი საერთო არ აქვს კონსტიტუციასთან“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„რაც შეეხება შემდეგ პროცესს, იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო დაადასტურებს კონსტიტუციის დარღვევას და პირადად ჩემთვის, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ეს იქნება საბოლოო ვერდიქტი საქართველოს პრეზიდენტის ქცევასთან დაკავშირებით. ეს იქნება აქტი, რომელსაც მათ შორის სალომე ზურაბიშვილი ვერ გაექცევა. იმპიჩმენტი პარლამენტში დადგება თუ არ დადგება, პრეზიდენტი სასამართლოს გადაწყვეტილებას ვერსად გაექცევა - ეს იქნება განაჩენი მის ქცევასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.