logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: თუ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე ვეტო იქნება, პარლამენტი დაძლევს
- +

6 ოქტომბერი. 2023. 12:49

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თუ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებს პრეზიდენტი ვეტოს დაადებს, პარლამენტი ვეტოს დაძლევს.

 

მისი თქმით, უმრავლესობას მიაჩნია, რომ აღნიშნული კანონი სწორია და ის საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებს პასუხობს.

 

თუ ვეტო იქნება, პარლამენტი, რა თქმა უნდა, დაძლევს მას, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს არის სწორი კანონი და პასუხობს უსაფრთხოების იმ გამოწვევებს, რომელიც საქართველოს აქვს. ვინც ყვირის, ზუსტად ისინი არიან რადიკალური ჯგუფების ნაწილი ან წამხალისებლები. ეს პროცესი ძალიან კარგი ლუსტრაციაც იყო და ამიტომ, ზოგიერთი გაყუჩებულიც იყო და ხმას არ იღებდა. ლუსტრაცია იყო, რადგან, ვინც ამაზე ყვიროდა, ის ხალხია, ვინც საქართველოში რადიკალიზმითა და ექსტრემიზმით გამოირჩევა“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

 

პაპუაშვილი გამოეხმაურა ასევე ოპონენტების განცხადებებს, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონპროექტი რუსულია.

 

ეს რუსული სტილის კამპანიაა, რაც მარტშიც ვიხილეთ არა მხოლოდ ქართველი, არამედ უცხოელი აქტორებისგან. „კაგებეს“ სახელმძღვანელოდან ამოწერილი ტაქტიკაა, რომ რაღაც თემის ბრენდირება მოახდინონ. სამწუხაროდ, მარტში ქართული საზოგადოება მოუმზადებელი იყო ამ პროპაგანდისთვის, ახლა მომზადებულია. ხედავთ, რეაქციაც არაა. „კაგებეს“ასეთი ტაქტიკაა, რაც მარტში გამოიყენეს, რომ ქართული კანონები რუსულად დაბრენდონ, აღარ გაუვათ“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner