„ეს ხომ არ არის სტანდარტული ოპოზიცია, ეს არის აბსოლუტურად ექსტრემისტული, რადიკალური, პოპულისტური ძალა და ასე უნდა თქვან, რომ ხან პრემიერი იტყუება, ხან მე ვიტყუები, ხან სხვა ჩვენი გუნდიდან, ეს არის მათი ნარატივი“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციის ბრალდებებს, რომ პრემიერი იტყუება, როდესაც ამბობს, რომ ესპანეთში ევროპელი ლიდერებისგან მიიღო გარანტიები საქართველოს ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით.
„სიმართლე რა არის, ამაზე პრემიერმა ისაუბრა. ყურადღებით უნდა მივადევნოთ თვალი პროცესებს და საბოლოო გადაწყვეტილებებს უნდა დაველოდოთ“, - აღნიშნა კობახიძემ.