logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: საუბრობენ ჩვენი და „ნაცმოძრაობის“ ალიანსზე, როდესაც გახარიასა და „ნაცმოძრაობას“ კოალიცია აქვთ ოფიციალურად ჩამოყალიბებული 4 მუნიციპალიტეტში . ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“
- +

6 ოქტომბერი. 2023. 13:28

 

 

“ჩვეულებრივი მატყუარები არიან. საუბრობენ ჩვენი და „ნაცმოძრაობის“ ალიანსზე, როდესაც კოალიცია აქვთ ოფიციალურად ჩამოყალიბებული 4 მუნიციპალიტეტში გახარიასა და „ნაცმოძრაობას“. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, არაფერი განსხვავებაა ხაბეიშვილს, გახარიას, ზურაბიშვილსა და სხვა პოლიტიკოსებს შორის, რომელიც არიან რადიკალურ ოპოზიციაში.

 

ესეც არის ჩვეულებრივი თამაში. ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას, „ნაცმოძრაობას“ შორის, ასევე სრული ალიანსია პარტია „ნაცმოძრაობასა“ და კოლექტიურ „ნაცმოძრაობის“ კიდევ ერთ პარტიას, გახარიას პარტიას შორის. სრული ალიანსია! გადალაპარაკებები და შელაპარაკებები საზოგადოების საჩვენებლადაა, თითქოს, მათ არ აქვთ ალიანსი. რა თქმა უნდა, საზოგადოება ყველაფერს ხედავს. რამდენიმე მუნიციპალიტეტია, სადაც „ნაცმოძრაობა და გახარიამ შეკრეს კოალიცია. კოალიცია აქვთ ჩამოყალიბებულ აქვთ ჩამოყალიბებული 4 მუნიციპალიტეტში. არასერიოზულია ეს ყველაფერი! ჩვეულებრივი მატყუარები არიან. საუბრობენ ჩვენი და „ნაცმოძრაობის“ ალიანსზე, როდესაც კოალიცია აქვთ ოფიციალურად ჩამოყალიბებული 4 მუნიციპალიტეტში გახარიასა და „ნაცმოძრაობას“. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. მათ ჰყავთ ერთი საერთო პატრონი, ჩვეულებრივი აგენტურაა, აგენტები არიან, რომლებიც პირდაპირ დაპირისპირებული არიან ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებთან. არაფერი განსხვავებაა ხაბეიშვილს, გახარიას, ზურაბიშვილსა და სხვა პოლიტიკოსებს შორის, რომელიც არიან რადიკალურ ოპოზიციაში“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner