“[ახალი პრეზიდენტის] არჩევის პროცედურაზე საუბარი ჯერ ნაადრევია”, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა.
„სალომე ზურაბიშვილმა სწორედ რადიკალური ოპოზიციის იმედით დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. მას აქვს რწმენა, რომ რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გამოიტანოს საკონსტიტუციო სასამართლომ, რადიკალური ოპოზიცია მაინც არ დაუჭერს მხარს მის იმპიჩმენტს. ამიტომ დაველოდოთ პროცესებს. არჩევის პროცედურაზე საუბარი ჯერ ნაადრევია, მაგრამ კონსტიტუციაში წერია რა - არის 300-კაციანი კოლეგია, რომელიც ირჩევს პრეზიდენტს სათანადო ვადები, პროცედურებია დადგენილი. დაახლოებით თვე, თვენახევარი შეიძლება დასჭირდეს ამ პროცესს. მაგრამ ნაადრევია ამაზე საუბარი, გამომდინარე, იქიდან, რომ ჯერჯერობით არსებობს იმპიჩმენტის მიმდინარე პროცესი“, - განაცხადა კობახიძემ.