logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: თუ „ნაცმოძრაობა“ არ დაუჭერს მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს გამოვა, რომ გახარია ყოფილა ცრუპენტელა, რაც ისედაც იცის უკვე საზოგადოებამ
- +

6 ოქტომბერი. 2023. 14:23

 

 

თუ „ნაცმოძრაობა“ არ დაუჭერს მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, გამოვა, რომ გახარია ყოფილა ცრუპენტელა, რაც ისედაც იცის უკვე საზოგადოებამ“, - ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

დაახლოებით 2 კვირაში იქნება ამ საქმის განხილვა პარლამენტში. ვნახოთ, „ნაცმოძრაობა“ დაუჭერს თუ არა მხარს სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტს. ჯერ, რა თქმა უნდა, ველოდებით საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნას და შემდეგ თუ „ნაცმოძრაობა“ არ დაუჭერს მხარს პრეზიდენტის იმპიჩმენტს, გამოვა, რომ გახარია ყოფილა ცრუპენტელა, რაც ისედაც იცის უკვე საზოგადოებამ. ეს არის ელემენტარული პოლიტიკური დემაგოგია, რასაც ეს ადამიანი დიდი ხანია ეწევა და ეს მორიგი განცხადებაც, ბუნებრივია, არის ამის გაგრძელება. ზოგადად იმპიჩმენტის მხარდაჭერა, იმ შემთხვევაში, თუ საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა პრეზიდენტის ქმედებაში კონსტიტუციის დარღვევა, ეს კეთილსინდისიერების საკითხიც არის. თუ ვინმე ასეთ პირობებში არ დაუჭერს მხარს იმპიჩმენტს, კიდევ ერთი ლუსტრაცია იქნება იმისა, რომ ოპოზიცია არ არის კეთილსინდისიერი და მათ აქვთ ალიანსი სალომე ზურაბიშვილთან“, - აღნიშნა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner