logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: მხოლოდ მას შემდეგ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს, რაც პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის უხეშმა დარღვევამ სისტემატური ხასიათი შეიძინა
- +

6 ოქტომბერი. 2023. 14:40

 

 

“როდესაც პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის უხეშმა დარღვევამ სისტემატური ხასიათი შეიძინა, მხოლოდ ამის შემდეგ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს”, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

 

თავის დროზე იმედი გვქონდა, რომ ის [პრეზიდენტი] პრაქტიკას შეცვლიდა, იყო გარკვეული პროგრესიც, რის გამოც, გარკვეულ ეტაპზე მთავრობის მხრიდან თანხმობებიც გაიცემოდა. თუმცა, როდესაც ნდობა სრულად დაიკარგა, ამის შემდეგ მთავრობა უფლებას აღარ გასცემდა

 

როდესაც პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის უხეშმა დარღვევამ სისტემატური ხასიათი შეიძინა, მხოლოდ ამის შემდეგ მივმართეთ საკონსტიტუციო სასამართლოს. ყველაფერთან დაკავშირებით და გვაქვს ძალიან კონკრეტული და მყარი არგუმენტები“, - განაცხადა კობახიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner