„ძალიან წარმატებული ვიზიტი აქვს პრემიერ-მინისტრს ესპანეთში და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ევროპულ საკითხებზე მსჯელობს ევროპელ ლიდერებთან ერთად“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„ის, რომ შეხვედრებზე მას აღუთქვეს, საქართველო მიიღებს კანდიდატის სტატუსს, ძალიან პოზიტიური გზავნილია და აღიარება იმის, რომ საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, როგორც 12 რეკომენდაციის კუთხით, არამედ იმის, რომ წლების განმავლობაში, ბევრი რეფორმა გატარდა ამ ყველაფრისთვის“, - აღნიშნა ჩიქოვანმა.