logo_geo
eng_logo
დავით ზილფიმიანი: პრიორიტეტულია სკოლის ბავშვთა უფასო კვება
- +

6 ოქტომბერი. 2023. 15:31

 

 

დეპუტატმა დავით ზილფიმიანმა პარლამენტში გამართულ სხდომაზე იმ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრა, რომელიც, მისი თქმით, აუცილებლად უნდა განხორციელდეს.

 

მან მთავარი აქცენტები ოთხ პრიორიტეტზე გააკეთა, მათ შორის უფასო სასკოლო კვებაზე.

 

„ეკონომიკურმა ზრდამ მოგვცა საშუალება, გვემსჯელა იმ ნახევარ მილიარდზე, რომელიც რა გზით და რა კრიტერიუმებით შეიძლება გადანაწილდეს აუცილებელი ხარჯებისთვის. მინდა, საზოგადოებამ იცოდეს ზოგიერთი საკითხი, რაც შესაძლოა არ იქნას იმ კუთხით დანახული, როგორც ვისურვებდი - მთავარი საკითხი არის ეკლესიის ფინანსირება.

 

მე თვალყურს ვადევნებ ამ თემას, რამდენი წელია ეკლესიას ქვეყანა აძლევს 25 მილიონს. ათი წელია არაფერი არ იცვლება ამისთვის. მე ვიცი, რომ ეკლესიას აქვს თავისი ეროვნული სამაუწყებლო არხი და იმასაც ვერ ახერხებენ, რომ ის მიზერული თანხა გადაიხადონ, რასაც ყველა არხი იხდის, ქვეყნის ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ.

 

ჩემი აზრით, ეს არ არის სწორი. საზოგადოებრივი მაუწყებლის ფინანსირება მიბმულია ფორმულაზე, რომელიც ავტომატურად იწვევს ამ არხის დაფინანსებას ეკონომიკურ ზრდასთან ერთად. ყველა ტელევიზია, ერთად აღებული, ხარჯავს უფრო ნაკლებს, ვიდრე საზოგადოებრივი მაუწყებელი. მაშინ, როდესაც, რეიტინგის თვალსაზრისით, ეკლესიის რეიტინგი უფრო მაღალია, ვიდრე საზოგადოებრივი მაუწყებლის.

 

გადავიდეთ მეორე საკითხზე, სკოლის ბავშვთა უფასო კვება. ეს განცხადება პოპულისტური არ არის, რაც უფრო დრო გადის, უფრო და უფრო დიდია სხვაობა მდიდარ და ღარიბ ოჯახებს შორის. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს ზღვარი იზრდება. გავუკეთოთ ბავშვებს უფასო კვება. ჩვენს შვილებზეა საუბარი.

 

ასევე მინდა შევეხო პენსიების საკითხს,  მომეწონა ის განცხადება, რომელიც ბატონმა გიორგიმ გააკეთა - მან პარლამენტარებისთვის პენსიის გაზრდაზე კლასიფიცირება გააკეთა, იცით, ეს რატომ ვერ კეთდება? ყველა ხელისუფლება, მნიშვნელობა არა აქვს, ითვლება, რომ პარლამენტარს რამე რომ გაუკეთო, ეს არის პოპულისტური. პარლამენტარის ხელფასზე მეტი ხელფასი რიგით მოსამსახურეს აქვს. რომ იცოდეთ, პარლამენტარის პენსია ძალიან დაბალია. მჯერა, ბოლოს და ბოლოს გადავაბიჯებთ, როგორ შეიძლება, პარლამენტარს ჰქონდეს სამარცხვინო პენსია. თუ უმრავლესობა არ გამოიტანს, მე გამოვიტან ამ საკითხს.

 

კიდევ ერთ მნიშვნელოვან საკითხს გამოვყოფ, მსოფლიო მიდის ბუნებრივი კატაკლიზმების გახშირებისკენ, ეს არის გარდაუვალი აუცილებლობა. მიწისძვრა გარდაუვალი აუცილებლობაა იმ მდებარეობიდან გამომდინარე, როგორშიც საქართველოა. ყველგან არის კატაკლიზმები, მაგრამ ჩვენ ხომ ჩვენს ხალხზე უნდა ვიზრუნოთ? მიწისზედაში იგულისხმება მიწის ზემოთ განთავსებული მონიტორინგის სისტემები და კოსმოსური მონიტორინგი. ეს მონიტორინგი ხდება დღეს, მსოფლიოში შექმნილი მონიტორინგის სისტემების საშუალებით, ისინი იწერენ მონაცემებს, მაგრამ ჩვენ ხომ უნდა გვქონდეს წვდომა ამ მონაცემებთან, ამიტომ უნდა შევქმნათ სტრუქტურა, რომ იმ მონაცემებთან გვქონდეს წვდომა და გამოვიყენოთ ჩვენი მონიტორინგის სისტემებისთვის.

 

ბოლოს - პოლიციის აღჭურვილობა, შეგვიძლია გავაძლიეროთ ჩვენი პოლიცია თანამედროვე ტექნოლოგიის საშუალებებით.  მგონია, რომ ამას პოზიციაც გაიზიარებს და ოპოზიციაც“, - განაცხადა დეპუტატმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner