logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: მოვუწოდებ USAID-ს, მარტივ კითხვაზე გულწრფელი პასუხი გასცენ. 2020 წლის არჩევნების შემდეგ, როდის გაიგო USAID-მა, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო მცდარი და რატომ უმალავდა ამ ინფორმაციას ქართველ ხალხს
- +

6 ოქტომბერი. 2023. 16:31

 

 

ამ კითხვაზე პასუხი, უნდა გაეცეს და ამას ვერ გაექცევა ვერავინ“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა 2020 წელს ISFED-ის მიერ ყალბი პარალელური დათვლების მონაცემების გავრცელების შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

როგორც მან აღნიშნა, ISFED-ის მაშინდელმა ხელმძღვანელმა ელენე ნიჟარაძემ აღიარა, რომ USAID-მა ეს ინფორმაცია ერთი თვით ადრე იცოდა, ვიდრე ის საჯაროდ გამჟღავნდებოდა. მისი თქმით, საჭიროა, რომ დონორის მხრიდან ამ შეკითხვას პასუხი გაეცეს.

 

,,მე, კიდევ ერთხელ, შევახსენებ საზოგადოებას, რომ სამწუხაროდ, USAID-ის მხრიდან, ჩემი ბოლო განცხადების მიუხედავად, განმარტება ამ საკითხზე არ გაკეთებულა. სამწუხაროდ, მათთვის ეს არ არის პირველი სკანდალი. 2020 წელს ISFED-ის მიერ პარალელური დათვლების ყალბი მონაცემების გავრცელება როცა მოხდა, ISFED-ის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ელენე ნიჟარაძემ, აღიარა, რომ USAID-მა, მისმა დონორმა, ეს ინფორმაცია ერთი თვით ადრე იცოდა, ვიდრე ის საჯარო გამჟღავნდებოდა. თუკი ეს სიმართლეა, კითხვა მარტივია, იცოდა თუ არა USAID-მა და საელჩომ და მეორე თუ იცოდნენ, რატომ უმალავდნენ ამ ინფორმაციას ქართველ ხალხს. თან იმ პირობებში, როდესაც აქ ძალადობრივი აქციები იმართებოდა. ამ კითხვაზე პასუხი, უნდა გაეცეს და ამას ვერ გაექცევა ვერავინ. ამიტომ, მე მოვუწოდებ მათ, ის კეთილი სახელი, რომელიც ამერიკის დახმარებას აქვს საქართველოში და რომელსაც სამწუხაროდ თავადვე მიაყენეს ჩრდილი, საზოგადოებას და ხელისუფლებას გასცენ მარტივ კითხვაზე გულწრფელი პასუხი. 2020 წლის არჩევნების შემდეგ, როდის გაიგო USAID-მა, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო მცდარი და რატომ უმალავდა ამ ინფორმაციას ქართველ ხალხს. თან იმ პირობებში, როდესაც ეს იყო ძალადობრივი აქციების საფუძველი,’’ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner