logo_geo
eng_logo
თავდაცვის სამინისტრომ უმასპინძლა კონფერენციას - „საქართველო და დანია: ორი პატარა სახელმწიფო ცვალებად მსოფლიოში“
- +

6 ოქტომბერი. 2023. 16:43

 

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სსიპ თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლისა და დანიის სამეფო თავდაცვის კოლეჯის ორგანიზებით გაიმართა კონფერენცია  - „საქართველო და დანია: ორი პატარა სახელმწიფო ცვალებად მსოფლიოში“. ორდღიანი კონფერენცია საქართველოს  თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ და დანიის თავდაცვის სამინისტროს მუდმივმოქმედმა მდივანმა, პერნილ ვედსგაარდ ლანგებერგმა გახსნეს. ისინი ღონისძიების მონაწილეებს დისტანციურად მიესალმნენ და კონფერენციის მნიშვნელობასა და ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში პარტნიორობის გაღრმავებაზე გაამახვილეს ყურადღება. ჯუანშერ ბურჭულაძემ  დანიურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზგასმით აღნიშნა ორმხრივი თანამშრომლობის მზარდი დინამიკა, ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში დანიის სამეფოს გაწეული დახმარება.

 

ორი დღის განმავლობაში კონფერენციის მონაწილეებს ქართველი და დანიელი თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორის მაღალი თანამდებობის პირები და  დიპლომატიური კორპუსის  წარმომადგენლები საქართველოსა და დანიის სახელმწიფოების ურთიერთობის დინამიკის, საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის, გლობალური და შავი ზღვის უსაფრთხოების  საკითხებზე  ინფორმაციას მიაწვდიან და  არსებულ გამოწვევებთან გამკლავების გზებს  პატარა ქვეყნების პერსპექტივის  ჭრილში გამოცდილებას გაუზიარებენ. კონფერენციის განმავლობაში თემატური და პანელური დისკუსიებიც წარიმართება, რომელშიც თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს პრაქტიკოსი ქართველი და საერთაშორისო ექსპერტები იქნებიან ჩართულები.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner