logo_geo
eng_logo
პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
- +

6 ოქტომბერი. 2023. 16:56

 

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1979 წელს დაბადებული ა.შ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

 

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 2 ოქტომბერს, ბრალდებულმა თბილისში, დადიანის ქუჩაზე მდებარე სარდაფში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღისა და ბლაგვი საგნის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეგობარს - 1981 წელს დაბადებულ ლ.ა.-ს., რის შემდგომაც ადგილიდან მიიმალა.

 

პოლიციამ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული თბილისში დააკავა.

 

დანაშაულის ჩადენის იარაღები ნივთმტკიცებადაა ამოღებული.

 

განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner