იკვეთება ის, რომ საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები იქნება შეფასებული და საკმაოდ კარგი პროგრესი გვაქვს ამ [ევროინტეგრაციის] მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.
„თუკი ჩვენ დღეს გვექნება ასეთი მკაფიო განაცხადი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებისგან, ეს მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მათ მიერ ხდება დეკემბერში გადაწყვეტილების მიღება. ამ პროცესის ნაწილი არის ევროკომისიის ანგარიში. რაც იკვეთება არის ის, რომ საქართველოს მიერ გადადგმული ნაბიჯები იქნება შეფასებული და საკმაოდ კარგი პროგრესი გვაქვს ამ მიმართულებით. ასევე მნიშვნელოვანია ევროკომისიის პოლიტიკური შეფასება. ასევე წევრი ქვეყნების პოზიციები იქნება მნიშვნელოვანი. რამდენიმე წევრი ქვეყნის მხრიდან არის ცალსახა, ძალიან მტკიცე მხარდაჭერა“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.