logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: თუკი კონსტრუქციას იმისთვის გამოიყენებენ, რომ დესტაბილიზაციას ხელი შეუწყოს, რასაკვირველია ეს კონსტრუქცია უნდა აიკრძალოს
- +

6 ოქტომბერი. 2023. 19:30

 

თუკი კონსტრუქციას იმისთვის გამოიყენებენ, რომ დესტაბილიზაციას ხელი შეუწყოს, რასაკვირველია ეს კონსტრუქცია უნდა აიკრძალოს, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

 

გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით ჩვენ მძიმე მაგალითები გვქონდა, რომლებიც 2012 წლამდე არსებობდა. ახლა ერთი მაგალითი მოვიგონოთ, როდესაც გამოხატვის თავისუფლება შეზღუდეს, თუ არა ის შემთხვევა, როდესაც აგრესია თვალსაჩინო იყო.

 

 

წარმოიდგინეთ დემოკრატიულ ქვეყნებში პოლიციის საზოგადოებასთან დაპირისპირების მასშტაბი და შეადარეთ ნებისმიერ იმ ვითარებას, რომელიც საქართველოში შეიქმნა. ამას რომ ვერ მიაღწიეს, აქედან გამომდინარეობს მათი (ოპოზიცია) გავეშებაც. როდესაც სუს-ი ამბობს და თან მასალას გაწვდის, რომ რაღაც უბედურება იგეგმება, რასაკვირველია შეიძლება კონსტრუქციების გამოყენება მოხდეს ისევე როგორც, შეშა გამოიყენეს და ამბობდნენ, რომ გასათბობად მოგვაქვს და პოლიცია ხელს გვიშლისო. გახსოვთ, მთელი ევროპარლამენტი გამოვიდა და შეგვარცხვინეს, რომ გასათბობად შეშა მოაქვთ და თქვენ რატომ უშლითო“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.

 

 

პარლამენტმა, მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით, 74 ხმით, 22-ის წინააღმდეგ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო. კანონის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას, მისი მოწყობის გარეშე არსებითად არ ფერხდება შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება ან/და მისი მოწყობა შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner