logo_geo
eng_logo
პიტერ სტანო: ევროკავშირი ძლიერ შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის გეგმების შესახებ გავრცელებული შეტყობინების გამო, მისი ფლოტის მუდმივი საზღვაო ბაზის საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში შექმნასთან დაკავშირებით
- +

6 ოქტომბერი. 2023. 19:33

 

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის სპიკერმა განცხადება გააკეთა საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე საზღვაო ბაზის შექმნაზე მიმართულ რუსეთის განზრახვასთან დაკავშირებით.

 

 

"ევროკავშირი ძლიერ შეშფოთებას გამოხატავს რუსეთის გეგმების შესახებ გავრცელებული შეტყობინების გამო, მისი შავი ზღვის ფლოტის მუდმივი საზღვაო ბაზის საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში, აფხაზეთში შექმნასთან დაკავშირებით.

 

 

რუსეთის მიერ სამხედრო ძალების ყოლა საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებში, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, უკანონოა, ეს არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმებასა და 2008 წლის 8 სექტემბერს ხელმოწერილ დოკუმენტს ამ შეთანხმების განმახორციელებელი ზომების შესახებ.

 

 

თუ რუსეთი გააგრძელებს ხსენებული გეგმების განხორციელებას, ეს კიდევ უფრო გაზრდის დაძაბულობას და რეგიონში სტაბილურობას მეტ საფრთხეს შეუქმნის.

 

 

ევროკავშირი კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას ქვეყნის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში", - აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner