logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ეს არის ერთადერთი პროგრამა, რომელიც არის ამბიციურიც და რეალისტურიც!
- +

8 სექტემბერი. 2016. 23:11


 

„ეს არის ერთადერთი პროგრამა დღევანდელ რეალობაში, რომელიც არის ერთდროულად ამბიციურიც და რეალისტურიც," - ამის შესახებ ჟურნალისტებს "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ  განუცხადა.


„რაც შეეხება საარჩევნო გარემოს, როგორც კობახიძემ აღნიშნა, რა თქმა უნდა როგორც მმართველი ძალა იქნება პასუხისმგებელი არჩევნებზე და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ არჩევნები წარიმართოს მაქსიმალურად კორექტულად და სამართლიან, ზემშვიდობიან გარემოში. "ეს მიზანი აუცილებლად იქნება მიღწეული", - აღნიშნა კობახიძემ.


კითხვაზე, ამ დრომდე რატომ არ გამოქვეყნდა პროგრამა, კობახიძემ განმარტა, რომ მათი პროგრამა ეფუძნება სიღრმისეულ ანალიზს. "ამის საფუძველზე ჩამოყალიბდა ჩვენი გეგმების ხედვა და წინასაარჩევნო დაპირებები. მომდევნო 4 წლის განმავლობაში სრულად იქნება რეალიზებული ეს დაპირებები", - განაცხადა კობახიძემ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner