logo_geo
eng_logo
ბონდო მძინარაშვილი: ვინც კობახიძის ამ ხუმრობას ვერ მიხვდა, ვურჩევ, ყურადღებით წაიკითხოს კონსტიტუცია
- +

6 ოქტომბერი. 2023. 23:58

 

სოციალურ ქსელში საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი და ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი წერს:

 

 

"ირაკლი კობახიძის "კონსტიტუციური ხუმრობა".

 

 

პრეზიდენტის გარეშე პარლამენტის თავმჯდომარე ხელს აწერს და აქვეყნებს მხოლოდ პარლამენტის რეგლამენტს, რომელსაც კანონის ძალა აქვს.

 

 

ეს წერია 36-ე მუხლში.

 

 

კობახიძე კონსტიტუციას ფურცლავდა და ისე ლაპარაკობდა ამ უმარტივეს საკითხზე. ამით მაინც უნდა მიმხვდარიყავით, რომ ხუმრობდა.

 

 

ვინც კობახიძის ამ ხუმრობას ვერ მიხვდა, ვურჩევ, ყურადღებით წაიკითხოს კონსტიტუცია.

 

 

პრინციპში, კობახიძის ხუმრობის მიზანიც ეს მგონია: პოლიტიკოსებს და ჟურნალისტებს ასე მაინც წააკითხოს კონსტიტუცია.

 

 

დაგტროლათ, ხალხო, დაგტროლათ! 

 

 

P. S. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში რაღამ დაგარეკინათ, თქვე ჩერჩეტებო?!"- წერს ბონდო მძინარაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner