ევროკომისია ყოველწლიურ ანგარიშს გაფართოებისა და მონაწილე ქვეყნების პროგრესის შესახებ ნოემბრის დასაწყისში გამოაქვეყნებს, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
"ეს ანგარიში ევროპულ საბჭოს საშუალებას მისცემს დეკემბერში ინფორმირებული დებატები გამართოს. როდესაც ვამბობთ, რომ კანდიდატი ქვეყნებისთვის პროცესი დამსახურებაზე იქნება დაფუძნებული, სამუშაო ასევე ეხება ევროკავშირს. ჩვენ ჩვენი საშინაო დავალება უნდა შევასრულოთ, რადგან როდესაც კანდიდატები მზად იქნებიან, ევროკავშირიც მზად უნდა იყოს", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.