უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ზამთარში რუსი ტერორისტები კვლავ შეეცდებიან უკრაინის ენერგეტიკული სისტემის განადგურებას.
"ამ ზამთარს რუსი ტერორისტები კვლავ შეეცდებიან გაანადგურონ ჩვენი ენერგეტიკული სისტემა. ისინი ვერ ეგუებიან იმ აზრს, რომ უკრაინას მაინც ვერ დაიპყრობენ. მაგრამ ისინი შეეცდებიან მეტი დარტყმა განახორციელონ", - აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
"ყველა სირთულის გადალახვა და ჩვენი ხალხის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. ადგილობრივმა ხელისუფლებამ სრულად უნდა შეასრულოს მოსამზადებელი სამუშაოები. მომავალ კვირას ჩვენ დავაფიქსირებთ რეგიონებში ზამთრისთვის მზადების მიმდინარე მდგომარეობას", - დასძინა ზელენსკიმ.