უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ მსოფლიო უფრო დიდ საფასურს გადაიხდის, თუ რუსეთი ბრძოლის ველზე არ დამარცხდება.
„უკვე [ახლა] აშკარაა, რომ ბრძოლის ველზე რუსეთის სტრატეგიული მარცხის ნებისმიერი "ალტერნატივა" გაცილებით ძვირი დაუჯდება გლობალურ საზოგადოებას, ვიდრე დღეს უკრაინის პირდაპირი მხარდაჭერა", - ხაზგასმით აღნიშნა პოდოლიაკმა.
პოდოლიაკის თქმით, თუ რუსეთი ომს არ წააგებს, ეს გამოიწვევს გლობალური წესების ტოტალური დემონტაჟსა და არასტაბილურობის ზრდას.
მისი აზრით, "სწორი არჩევანისა" და "სწორი რაკეტების" დრო დადგა.