logo_geo
eng_logo
სამგორში, ვარკეთილი 3-ში, 36 ავტოფარეხის ნაცვლად, სკვერი ეწყობა
- +

7 ოქტომბერი. 2023. 11:54

 

 

სამგორის რაიონში, ახალი რეკრეაციული სივრცეების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. მათ შორის, ვარკეთილი 3, მე-2 მ/რ-ში, 11 700 კვ.მ ფართობის ტერიტორიაზე, 36 ავტოფარეხის ნაცვლად, სკვერის მოწყობა დასკვნით ეტაპზეა.

 

პროექტის ფარგლებში, ადგილზე უკვე მოეწყო  დასასვენებელი სივრცეები. დამონტაჟდა გარე განათებისა და სარწყავი ქსელი. ტერიტორია ღობითა და საბაღე გაზონით შემოისაზღვრა. სკვერი გამწვანდა, დაირგო სხვადასხვა ჯიშის ხე-მცენარე. დამონტაჟდა სკამები, და სეპარირებული ურნები. ასევე, დაიგო ბეტონის საფეხმავლო ბილიკები. ადგილზე სკვერისათვის საჭირო ყველა თანამედროვე ინვენტარი დაიდგა და მოეწყო ახალი საპარკინგე სივრცე.

 

ამასთან, სამგორში კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტიც მიმდინარეობს. ფაღავას ქუჩაზე, 3 000 კვ.მ ფართობზე, სადაც აქამდე გრუნტიანი გზა იყო, ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. 

 

ჯამში, სკვერის მოწყობისა და საგზაო პროექტისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან  1 934 000 ლარი გამოიყო.

 

მიმდინარე სამუშაოები თბილისის მერის მოადგილე კახა გულედანმა სამგორის რაიონის გამგებელ, კახა სამხარაძესთან  ერთად დაათვალიერა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner