logo_geo
eng_logo
ოზურგეთში, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება
- +

7 ოქტომბერი. 2023. 13:47

 

 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზარალებულ სოფლებში აღდგენითი სამუშაოები გრძელდება.

 

შრომისა და ნატანების ადმინისტრაციულ ერთეულებში ყველაზე კრიტიკულ მონაკვეთებზე, სადაც მეწყრული პროცესები განვითარდა, სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და მოსახლეობას გადაადგილების მხრივ არანაირი პრობლემა არ ექნებათ.

 

სამუშაოები ასევე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს სოფლებში: მერია, კონჭკათი, ბაილეთი, სილაური, ნაგომარი, ძიმითი და ჯუმათი.

 

სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებს, ოზურგეთის მერის მოადგილე, ნიკა ბოლქვაძე საკრებულოს დეპუტატებთან ერთად გაეცნო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner