„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი გურამ მაჭარაშვილი პრემიერ-მინისტრის ევროპაში ვიზიტს ეხმაურება.
მაჭარაშვილის თქმით, საზოგადოება კარგად ხედავს, რეალურად ვინ იღვწის საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად.
„პრემიერი როდესაც ჩადის ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოში, იქიდან მოდის პოზიტიური სიგნალები ევროინტეგრაციასადა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით, ხოლო სადაც პრეზიდენტი მიდის, იქიდან მოდის ნეგატიური სიგნალები და შეტყობინებები. შესაბამისად, ეს უკვე მეტყველებს იმაზე, ვინ შრომობს და იღვწის იმისთვის, რომ ქვეყანამ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. თქვენ მოწმე ხართ, რომ საქართველოს პრემიერი შეხვდა თითქმის ყველა ევროპელ ლიდერს და მისი განმარტებით, მივიღეთ პოზიტიური შეტყობინებები კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით - ამით ყველაფერი ნათქვამია“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.