აშშ-ის თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა. ლოიდ ოსტინის განცხადებით, აშშ იზრუნებს, რომ ისრაელს ჰქონდეს ყველაფერი, რაც დასჭირდება თავის დასაცავად. ამის შესახებ BBC წერს.
„ყურადღებით ვაკვირდები ისრაელში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენი ვალდებულება ისრაელის უფლების დაცვაზე ურყევი რჩება და ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, ვინც დაიღუპნენ თავდასხმის დროს. უახლოეს დღეებში თავდაცვის დეპარტამენტი იმუშავებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისრაელს ჰქონდეს ის, რაც მას დასჭირდება საკუთარი თავისა და მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად ძალადობისა და ტერორიზმისგან“, - განაცხადა ლოიდ ოსტინმა.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. შედეგად დაიღუპა 40, ხოლო დაშავდა 740 მოქალაქე. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.