logo_geo
eng_logo
ისრაელში „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა
- +

7 ოქტომბერი. 2023. 20:01

ისრაელში, ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 70-მდე გაიზარდა. ამის შესახებ BBC ისრაელის საგანგებო სამსახურებზე დაყრდნობით წერს.

 

 

„დაღუპულთა რიცხვი 70-მდე გაიზარდა, ასობით ადამიანი მძიმედ, საშუალო სიმძიმით და მსუბუქადაა დაჭრილი“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამსახურებში.

 

 

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე ადგილობრივი დროით 6:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადეს და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner