logo_geo
eng_logo
ზაზა პაპუაშვილი: ყველა გრძნობაზე უარი უნდა ვთქვათ, რომელიც გვამცირებს, გვაგლახაკებს...
- +

8 სექტემბერი. 2016. 23:24


 

ზაზა პაპუაშვილი განცხადებას ავრცელებს:

 

„მარტო ერთი კაცი, ქვეყანას ვერ ააშენებს, ვერას გახდება...

 

ჩვენი სატკივარი, თუ ფიქრი, ზრუნვა, თუ გულისტკივილი ერთმანეთისას უნდა ემთხვეოდეს.

 

ყველას ერთი ძალით, მრწამსითა თუ ენერგიით უნდა გვწამდეს, რომ თუ მოვინდომებთ შეუძლებელი არაფერია!

 

ყველა გრძნობაზე უარი უნდა ვთქვათ, რომელიც გვამცირებს, გვაგლახაკებს, გაგვაორპირებს, გაგვაგულგრილებს თვალს დაგვიბნელებს, ჭკუას დაგვიხშობს და უიმედოს გაგვხდის...

 

შევძლებთ კი ?! -უნდა შევძლოთ!

 

გვააქვს კი სხვა სამშობლო?! -არ გვაქვს!

 

ბრძოლა მივატოვოთ?! -არც იფიქროთ!

 

გავებუტოთ ჩვენს ქვეყანას?! - არავითარ შემთხვევაში!

 

იყო ხარვეზები?! -იყო!

 

უნდა გამოსწორდეს?! -უნდა!

 

საქართველო უპირველეს ყოვლისა?! -უპირველეს ყოვლისა!

 

დიდება უფალს... თუ კი მოვინდომებთ ღმერთი შეგვეწევა!

 

მადლობა ყველა თქვენთაგანს, რომ თქვენს თვალებში სითბოს, სიყვარულს, იმედს, პატივისცემას და ქვეყნის მიმართ უდიდეს სიყვარულს ვხედავ. გაძლიერდით და მხნედ იყავით!!!

 

პატივისცემით

თქვენი ზაზა პაპუაშვილი!"


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner