logo_geo
eng_logo
ლაშა ჟვანია: ასეთი ფართომასშტაბიანი ტერორისტული შემოჭრა, რომელსაც რამდენიმე საათის განმავლობაში ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ათწლეულების განმავლობაში ისრაელს არ ახსოვს
- +

7 ოქტომბერი. 2023. 20:31

"ასეთი ფართომასშტაბიანი ტერორისტული შემოჭრა, რომელსაც რამდენიმე საათის განმავლობაში ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ათწლეულების განმავლობაში ისრაელს არ ახსოვს," - ამის შესახებ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისრაელში, ლაშა ჟვანიამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

 

 

მისი თქმით, ებრაულ დასახლებებში ტერორისტები ჯერ კიდევ არიან და ზოგიერთ დასახლებას აკონტროლებენ.

 

 

„გატაცებული ადამიანების ზუსტი რიცხვი ჯერ კიდევ ცნობილი არ არის. გარდაცვლილთა რიცხვა 100 გადააჭარბა. ათასზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე არის დაჭრილი და დაშავებული. ახლა არ იყო ისეთი ფაქტორი, რასაც შეიძლებოდა ასეთი ფართომასშტაბიანი ტერორისტული შემოსევა გამოეწვია. 2021 წლის მაგალითი რომ ავიღოთ, იმ პერიოდში ეს იყო ტაძრის მთაზე რაღაც გარკვეული მოქმედებების ჩატარება, ისრაელის მხრიდან იყო რაღაც ნაბიჯები, რომელსაც მოჰყვა საპასუხო ნაბიჯები და გაფრთხილებით თავდასხმა. მაგრამ ასეთი ფართომასშტაბიანი ტერორისტული შემოჭრა, რომელსაც რამდენიმე საათის განმავლობაში ამდენი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ათწლეულების განმავლობაში ისრაელს არ ახსოვს“, - აღნიშნა ლაშა ჟვანიამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner