logo_geo
eng_logo
ბოლო მონაცემებით, „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად, ისრაელის 100 მოქალაქე დაიღუპა, 985 კი დაიჭრა
- +

7 ოქტომბერი. 2023. 20:43

ისრაელში, ტერორისტული დაჯგუფება „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად 100 ადამიანი დაიღუპა, 985 კი დაიჭრა. ამის შესახებ BBC ისრაელის ჯანდაცვის მინისტრზე დაყრდნობით წერს.

 

 

მანამდე ინფორმაცია 70 მსხვერპლისა და 545 დაშავებულის შესახებ ვრცელდებოდა. გავრცელებული ცნობით, ათობით დაჭრილი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

 

 

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე ადგილობრივი დროით 6:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადეს და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყეს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner