logo_geo
eng_logo
დიმიტრი ხუნდაძე ისრაელში მიმდინარე მოვლენებზე: უკვე მერამდენედ, მსოფლიო ტერორიზმისგან გამოწვეული უმძიმესი შედეგების წინაშე დგას
- +

7 ოქტომბერი. 2023. 21:51

 

სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მოძმე ერს და ქვეყანას. უფალი ფარავდეს ისრაელს ამ მძიმე პერიოდში, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის" ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე ისრაელსა და პალესტინას შორის მიმდინარე პროცესებს.

 

 

მისი თქმით, მსოფლიო უკვე მერამდენედ ტერორიზმით გამოწვეული უმძიმესი შედეგების წინაშე დგას.

 

 

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ისრაელში ტერორისტული ჯგუფის „ჰამასის“ შეტევის შედეგად დაღუპული ისრაელის მოქალაქეების გამო.

 

 

ტერორიზმს არა აქვს ეროვნება და არა აქვს საზღვარი. უკვე მერამდენედ, მსოფლიო ტერორიზმისგან გამოწვეული უმძიმესი შედეგების წინაშე დგას.

 

 

სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს მოძმე ერს და ქვეყანას. უფალი ფარავდეს ისრაელს ამ მძიმე პერიოდში.

 

 

უფალი ფარავდეს ჩვენს თანამოქალაქეებს ისრაელში. საქართველოს საელჩო ისრაელში ყველაფერს აკეთებს მათ დასახმარებლად," - წერს ხუნდაძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner