ამერიკის შეერთებული შტატების ექსპრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, „ჰამასის“ შეტევა ისრაელზე გადასახადების გადამხდელი ამერიკელების დოლარებით ფინანსდება.
დონალდ ტრამპის თქმით, ჰამასის ეს თავდასხმები სირცხვილია და ისრაელს სრული უფლება აქვს, საკუთარი თავი მძლავრად დაიცვას.
„სამწუხაროდ, ამერიკელი გადასახადის გადამხდელების დოლარები დაეხმარა ამ შეტევების დაფინანსებას, რაც როგორც ბევრ ცნობაშია აღნიშნული, ბაიდენის ადმინისტრაციიდან მოდიოდა. ჩვენ აბრაამის შეთანხმების საშუალებით ამდენი მშვიდობა მოვიტანეთ ახლო აღმოსავლეთში და ეს მხოლოდ იმისთვის, რომ გვენახა, როგორ გააქრობდა ბაიდენი ამ შედეგს იმაზე სწრაფი ტემპებით, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა“, - წერს ტრამპი თავის სოციალურ პლატფორმაზე TRUTH SOCIAL.