ჩვენი სამიზნე იქნება „ჰამასი“ ყველგან, სადაც ის მოქმედებს. როგორც BBC წერს, ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.
„ის, რაც დღეს მოხდა, არასოდეს მინახავს ისრაელში და მე ვიზრუნებ იმაზე, რომ ეს აღარასოდეს განმეორდეს. ისრაელი დაუყოვნებლივ გამოიყენებს მთელ თავის ძალას „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად. ჩვენ გავიმარჯვებთ, მაგრამ ფასი ძალიან ძვირი იქნება. „ჰამასს“ სურს ჩვენი, ყველას მოკვლა”, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.