logo_geo
eng_logo
ლაშა ჟვანია: არავითარი დამადასტურებელი ინფორმაცია არ გვაქვს, რომ გავრცელებულ ფოტოზე ასახული პიროვნება საქართველოს მოქალაქეა
- +

8 ოქტომბერი. 2023. 11:11

 

 

„არავითარი დამადასტურებელი ინფორმაცია არ გვაქვს, რომ გავრცელებულ ფოტოზე ასახული პიროვნება საქართველოს მოქალაქეა“, - განაცხადა ისრაელში საქართველოს ელჩმა, ლაშა ჟვანიამ, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, თითქოს ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ფოტომასალაში ჩანს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ტყვედ ჩავარდა.

 

„[ინფორმაცია] გავრცელდა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოში, სოციალურ ქსელებში. აქ არავინ გვიდასტურებს, არც მისი სახელი და გვარი არ ვიცით, ვითხოვთ, რომ მოგვაწოდონ გვარ-სახელი“, - აღნიშნავს ჟვანია.

 

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner