logo_geo
eng_logo
გორში დამსახურებული მწვრთნელის, ნუგზარ სხირელის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ტურნირი გაიხსნა
- +

8 ოქტომბერი. 2023. 12:36

 

 

გორში დამსახურებული მწვრთნელის ნუგზარ სხირელის ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური ტურნირი გაიხსნა. ღონისძიების ფარგლებში შეჯიბრებები ახალგაზრდებს შორის თავისუფალ ჭიდაობაში დღეს დაიწყო და ხვალ 8 აგვისტოს დასრულდება. ტურნირში 2004 – 2006 წლებში დაბადებული სპორტსმენები მონაწილეობენ. ისინი 10 წონით კატეგორიაში ასპარეზობენ. საპრიზო ადგილებზე გასულ მოჭიდავეებს გადაეცემათ თასები, მედლები და სიგელები.

 

ტურნირში ქართველებთან ერთად მონაწილეობენ სომეხი, აზერბაიჯანელი, ყაზახი, მაკედონიელი, ამერიკელი და უკრაინელი მოჭიდავეები. ნუგზარ სხირელის მემორიალური ტურნირი გორის მუნიციპალიტეტის მერის ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით პირველად 2021 წელს ჩატარდა. შეჯიბრებამ ტრადიციული ხასიათი მიიღო და ყოველ წელს იმართება.

 

ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის მერიის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოს ორგანიზებითა და საქართველოს ჭიდაობის ეროვნული და მსოფლიო ფედერაციების მხარდაჭერით ტარდება.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner