logo_geo
eng_logo
გიორგი გაფრინდაშვილი: მზად ვარ, ყველა კითხვას ნებისმიერ, კონსტრუქციულ ფორმატში ვუპასუხო!
- +

11 მარტი. 2016. 13:26


თსუ-ის კანცლერობის კანდიდატი გიორგი გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ თსუ-ში გამართული აქციები მიზანიმართული კამპანიაა, რათა უნივერსიტეტის ლეგიტიმური ორგანოების დისკრედიტაცია მოხდეს.


სტუდენტების მოთხოვნებს რაც შეეხება, არცერთ საჯარო დებატს არ გავქცევივარ უნივერსიტეტში, რომელიც საარჩევნო პროცეში მიმდინარეობდა. არცერთი კითხვა, მათ შორის იმ ადამიანებისგან, რომლებიც დღეს აქციებს მართავენ, არ ყოფილა დასმული ბრალდებებთან დაკავშირებით. მზად ვარ, ნებისმიერ კონსტრუქციულ ფორმატში ვუპასუხო ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ჩემს მიმართ კითხვა გააჩნია. არანაირი კითხვა არ დასმულა იმ ჯგუფისგან, რომელიც პროტესტს გამოთქვამს. მათ ჰქონდათ ამის შესაძლებლობა, მათ მოაწყვეს საჯარო დებატები კანცლერის კანდიდატებს შორის, თუმცა ამ თემებთან დაკავშირებით, რომელსაც ისინი დღეს აპროტესტებენ, კითხვები არ დასმულა", - განუცხადა „პირWელს" გაფრინდაშვილმა.


რაც შეეხება გუშინდელ პროტესტს, გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ ეს პირდაპირ მიზანიმართული კამპანიაა, რათა უნივერსიტეტის ლეგიტიმური ორგანოების დისკრედიტაცია მოხდეს.

 

ეს გულისხმობს აკადემიურ საბჭოს, რომელმაც კანონისა და წესდების ყოველგვარი დაცვით წარადგინა ჩემი კანდიდატურა. ეს არის წარმომადგენლობით საბჭოზე ზეწოლა, რომელიც გახლავთ კოლეგიური ორგანო და უნივერსიტეტის მიერ არჩეული", - განაცხადა გაფრინდაშვილმა.


რაც შეეხება პროცესის მართვას, თსუ-ის კანცლერობის კანდიდატი აცხადებს, რომ შესაძლოა, ეს იმართებოდეს მათგან, ვისთვისაც მის მიერ საარჩევნო კამპანიის დროს გავრცელებული პროგრამა მიუღებელია.


ეს შეიძლება იყოს შიდა ძალები, ანუ საუნივერსიტეტო ძალები, რომლებიც ჩემკანდიდატურას ეწინააღმდეგებიან არა ღიად, არამედ - ფარულად. მათ არ სურთ პრივილეგიების დათმობა და პროგრამა, გზავნილები, რომელიც გავავრცელე საარჩევნო კამპანიის პერიოდში, ალბათ, მიუღებელი აღმოჩნდა, თუმცა, ამაზე ხმამაღალი საუბარი მათ არ სურთ", - განაცხადა გაფრინდაშვილმა.


რაც შეეხება პოლიტიკური ძალების მხრიდან პროცესების შესაძლო მართვას, გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ მას პოლიტიკოსების მხრიდან, მისი მისამართით გაკეთებული განცხადება არ მოუსმენია.

 

რაც შეეხება ჩარევას, ჩარევა უნდათ იმ ადამინებს, ვისაც არ სურთ, რომ უნივერსიტეტში იყოს ჯანსაღი პროცესი. გუშინდელი ქმედება პირდაპირ მიზანიმართული იყო იმისკენ, რომ დაპირისპირება მომხდარიყო. ჩემყველა მხარდამჭერს მოვუწოდე, რომ არ ჩართულიყვნენ აღნიშნულ პროცესში. ამ მდგომარეობამ გამოაჩინა ის, რომ არის მხოლოდ ერთი მხარე. ალბათ, დამრჩა მხოლოდ ის, რომ ჩემმხადამჭერებთან ერთად დაფიქსირდეს აზრი და გაეცეს ყველა კითხვას პასუხი. მზად ვარ, ნებისმიერ კონსტრუქციულ ფორმატში ვუპასუხო ნებისმიერ ადამიანს, ვისაც კითხვები გააჩნია ჩემთან მიმართებაში", - აცხადებს გაფრინდაშვილი.


თსუ-ის კანცლერობის კანდიდატი მიიჩნევს, რომ კანცლერის პოზიციაზე კანდიდატურის მოხსნა კოლეგიური ორგანოების შეურაცხყოფას გამოიწვევს.

 

ეს ნიშნვას იმას, რომ მე დავეთანხმო იმ აბსურდულ ბრალდებებს, რომლის სამართლებრივი დადასტურება არ ყოფილა და არც არსებობს. ყველა კითხვას გავცემ პასუხს, მაგრამ არ მინდა უნივერსიტეტი ჩიხში შევიდეს. მინდა მოვუწოდო და ვთხოვო ყველა ადამიანს მაქსიმალური თავშეკავებისკენ იმისთვის, რომ კონფლიქტური მდგომარეობა არ წარმოიქმნას - ეს აწყობთ უნივერსიტეტის შიგნით მყოფ არაკეთილმოსურნე პირებს, რომლებსაც არ სურთ, უნივერსიტეტში ჯანსაღად განვითარდეს პროცესები. კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით, არაერთი კონსულტაცია გავმართე საუნივერსიტეტო საზოგადოებასთან, იმ ადამიანებთან, ვინც არიან ჩემი მხარდამჭერები. ჩემი მხრიდან, კანდიდატურის მოხსნა იქნება აკადემიური საბჭოს შეურაცხყოფა და მათი აზრის წინააღმდეგ წასვლა", - განუცხადა „პირWელს" გაფრინდაშვილმა.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები დღეს, 15:00 საათზე საპროტესტო აქციას განაახლებენ. სტუდენტების მოთხოვნა უცვლელია - მოიხსნას კანცლერის პოზიციაზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურა, დაიწყოს გამოძიება უნივერსიტეტში "ოდეერის" ინსტიტუტის არსებობის შესახებ, მოხდეს კანცლერის არჩევის სისტემის რეფორმირება, შეწყდეს თვითმმართველობის პრივილეგიების წახალისება ადმინისტრაციისა და რექტორატის მხრიდან და მოხდეს თვითმმართველობის ფუნქციის, ასევე ადმინისტრაციის უფლებების მინიმალიზაცია.


სტუდენტების ნაწილმა ღამე უნივერსიტეტის ფოიეში გაათენა. მათი ინფორმაციით, უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომლების მხრიდან ღამის განმავლობაში რაიმე ტიპის ხელშეშლის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.


დღევანდელ საპროტესტო აქციას სხვა უნივერსიტეტების სტუდენტებიც შეუერთდებიან.


თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გუშინ, სენატის სხდომა ჩაიშალა. ამის მიზეზი გახდა სტუდენტების ერთი ჯგუფის აქცია, რომელიც უნივერსიტეტის კანცლერად გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას ეწინააღმდეგება.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner